My Liquid Website My Liquid Website

სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი




მანქანათმშენებლობის განყოფილება

განყოფილების ისტორია


მანქანათა ნაწილების განყოფილება ჩამოყალიბდა ინსტიტუტის დაფუძნებისთანავე 1960 წელს. განყოფლების დაფუძნებასა და სამეცნიერო ხელმძღვანელობაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ივანე ბაქრაძეს, რომელიც განყოფილებას ხელმძღვანელობდა 1979 წლამდე. პროფესორ ი.ბაქრაძეს აღზრდილი ჰყავს ორ ათეულამდე მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი.
1979-2006 წლებში განყოფილების უფროსი ტ.მ.კ. დავით დემეტრაძეა.
2006-2011წლებში განყოფილებას სათავეში ჩაუდგა ცნობილი მეცნიერი მანქანათა დინამიკის დარგში აკადემიკოსი რობერტ ადამია, ახალი, უაღრესად მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიმართულების-მძიმე მანქანების ოპტიმიზაციური სინთეზის ფუძემდებელი. იგი იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლითონების წნევით დამუშავების კათედრის დამაარსებელი. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 20 სადოქტორო და მრავალი საკანდიდატო დისერტაცია. აკადემიკოს რ. ადამიას გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სტატია და 12 მონოგრაფია, რომლებზეც მინიჭებული აქვს გიორგი ნიკოლაძის, სახელმწიფო და ეროვნული პრემიები. მისი შრომები გამოქვეყნებულია გერმანიაში, აშშ-ში, რუსეთში, ესპანეთში, რუმინეთში, 1990 წლიდან არჩეული იყო მექანიკოსთა მსოფლიო სამეცნიერო ცენტრის წევრად (ქ. უდინე, იტალია).
2012 წლიდან განყოფილებას ხელმძღვანელობს ტ. დ. მ., პროფესორი სლავა მებონია.

განყოფილების თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებულია 79 სახელმძღვანელო, 12 მონოგრაფია და რამდენიმე ასეული სტატია.
განყოფილებაში მუშავდება ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის შემდეგი პრობლემები:

  • სამანქანო სისტემების, აგრეგატებისა და მექანიზმების ახალი კონსტრუქციების შემუშავება ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით;
  • ლითონების წნევით დამუშავების ტექნოლოგიური პროცესის სრულყოფა და ახალი კონსტრუქციების შემუშავება;
  • ახალი მასალების თბოფიზიკური და ფიზიკო-მექანიკური თვისებების კვლევა;
  • მაღალი ფიზიკურ-მექანიკური და ტრიბოლოგიური თვისებების მქონე კომპოზიტების მიღების ტექნოლოგიური მეთოდების შემუშავება.

  • მანქანათმშენებლობის განყოფილების თანამშრომლები და შესრულებული სამუშაოები
    My Liquid Website

    სლავა მებონია ტ.მ.დ., პროფესორი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, განყოფილების უფროსი

    სლავა მებონია CV



    My Liquid Website

    ბიჭიკო მაზანიშვილი დოქტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

    ბიჭიკო მაზანიშვილი (CV)



    My Liquid Website

    ლანა შამანაური დოქტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

    ლანა შამანაური (CV)



    My Liquid Website

    ლევან რობაქიძე ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, აკად. დოქტორი. უფროსი მეცნიერი თანამშრომლი ასოცირებული პროფესორი

    ლევან რობაქიძე (CV)



    My Liquid Website

    დავით ნიჟარაძე - დოქტორი უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

    დავით ნიჟარაძე (CV)






    My Liquid Website

    ნინო დიდიშვილი - დოქტორი სამეცნიერო საბჭოს მდივანი

    ნინო დიდიშვილი (CV)






           ზაზა ოჩხიკვაძე მეცნიერი თანამშრომელი

    განყოფილებაში შესრულებული სამუშაოები:

    1 / 8
    საბეჭდი დანადგარი და კინემატიკური სქემა
    2 / 8
    მაღალტემპერატურული (1100 C გრადუსი) გამოცდა
    3 / 8
    ჰიდროსტარის პრინციპული სქემა
    4 / 8
    სოლურ-რადიალური საბეჭდი მანქანა
    5 /8
    სენდვიჩური აეროგელი
    6 /8
    სოლურ ბერკეტული ორბარბაციანი რადიალური საბეჭდი მანქანა
    7 /8
    აეროგელის კომპოზიციების შრობის დანადგარი კომპიუტერული მართვით
    8 /8
    ექსენტრულ კულისა ტიპის რადიალური საბეჭდი მანქანა