My Liquid Website My Liquid Website

სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი




მობილური მანქანების განყოფილება

განყოფილების ისტორია


მობილური მანქანების განყოფილება არსებობს ინსტიტუტის დაარსების დღიდან და აწარმოებს სხვადასხვა ტიპის მობილური მანქანების (ავტომობილები და ტრაქტორები) თეორიის, კონსტრუქციის, მათი გამოცდისა და მართვის საკითხების კვლევას. განყოფილებას არსებობის პერიოდში მჭიდრო კავშირი ჰქონდა როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ასევე უცხოეთის შესაბამისი პროფილის სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებთან (НАМИ, НАТИ, ВАЗ, МАЗ, ПАЗ, КАЗ, უნგრეთი- აუტოკუტი, გერმანია -დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი, საფრანგეთი-სორბონის უნივერსიტეტი), რომელთა შედეგები ასახულია ერთობლივ სამეცნიერო პუბლიკაციებში.
განყოფილების არსებობის პერიოდში შესრულებულია შემდეგი სამუშაოები:

  • ავტომობილის გამბოლქვი მუხრუჭი-შემნელებელი ელექტრომექანიკური ამძრავით. (ხელმძღვანელები ი.მათიკაშვილი, ა.ნოზაძე);
  • ავტომობილი-ლაბორატორია საბურავების საგზაო გამოცდისათვის. (НИИШП-ის დაკვეთით, ხელმძღვანელები კ.ღვინერია, გ.ჯოხაძე);
  • ავტომობილის საკიდარი პნევმატური მადემფირებელი ელემენტით. (ხელმძღვანელები კ.ღვინერია, გ.ჯოხაძე);
  • თვლიანი ტრაქტორის ოპტიკური მართვის სისტემა (K-700). („Союзсельхозтехника“- დაკვეთით დამზადდა 16 კომპლექტი და გამოცდა გაიარა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კლიმატურ რეგიონში; ხელმძღვანელები ო.მარგველაშვილი, ა.ნოზაძე);
  • ავტომობილის ВАЗ-2106 ოპტიკური მართვის სისტემა ВАЗ-ის სპეციალურ პოლიგონზე გამოსაცდელად. (ხელმძღვანელი ა.ნოზაძე);
  • ავტომობილის საგზაო პირობებში გამოსაცდელ ხელსაწყოთა კომპლექსი დინამიკურობის, ეკონომიურობის და სამუხრუჭო თვისებების დასადგენად. (ხელმძღვანელი ა.ნოზაძე); (ხელმძღვანელი ა.მილნიკოვი).
  • ავტომობილის ტრანსმისიის ჰიდრომექანიკური უსაფეხურო გადაცემა (ხელ-ლი ა.ნოზაძე – 1999-2006წწ.);
  • მარტენსიტული თერმომექანიკური როტაციული გარდამქმნელი – ფორმის მეხსიერების მქონე შენადნობის – ნიტინოლის ზამბარიანი მუშა ელემენტით. (ხელ-ლები ო.მარგველაშვილი, ა.ნოზაძე, ფიზიკის ინსტიტუტთან ერთად);
  • მაბიჯა მანქანის კვლევა (ხელ-ლი ბ.პეტრიაშვილი);
  • მობილური რობოტი პროგრამული მართვით. (ხელ-ლი რ.ფარცხალაძე);
  • ფერდობმავალის კვლევა. (ხელ-ლი თ.ხუხუნი);
  • ავტომობილების აგრეგატების და კვანძების საიმედოობის და ხანგამძლეობის კვლევა. (ხელ-ლი ა. მუჩაიძე);
  • სპინორული გეომეტრიის მეთოდების გამოყენება სივრცითი ბრუნვების მართვის ამოცანებში. (ხელ-ლი ა .მილნიკოვი).
  • ავტომობილების (სპეცავტომობილების) ლაბორატორიული და საგზაო გამოცდების ჩატარება;
  • მაღალი გამავლობის მობილური მანქანებისათვის არა ტრადიციული მაძრავების გამოკვლევა;
  • მობილური რობოტო ტექნიკური კომპლექსების დამუშავება და კვლევა;
  • მობილური მანქანების მართვის მეთოდების მოდელირება და კვლევა;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მობილური საშუალებების დამუშავება;
  • მაღალი გამავლობის ავტომობილების სავალი ნაწილების დამუშავება და კვლევა.

  • მობილური მანქანების სამეცნიერო ჯგუფმა 2013-2015 წლებში მუშობა დაიწყო სიცოცხლისათვის სახიფათო ზონებში ჰუმანიტარული მისიების შემსრულებელი დიატანციურად მართვადი მობილური რობოტოტექნიკური სისტემების დამუშავების პრობლემებზე.

    კვლევების შედეგად დაპროექტდა და დამზადდა:
  • დისტანციურად მართვადი მცირეგაბარიტული მუხლუხა და თვლიანი პლატფორმები და მრავალფუნქციური რობოტოტექნიკური კომპლექსი; კომერციალიზაცისათვის მომზადებულ აშშ მპირებისათვის
  • კიბეზე გადასაადგილებელი ეკოლოგიურად სუფთა მობილური მანქანა და ტრიციკლი.

  • სასოფლო სამეურნეო მანქანების დამუშავება და კვლევა.

    2019 წლიდან დღემდე განყოფილება აქტიურად მუშაობს საქართველოსთვის ისეთ აქტუალურ თემაზე როგორიცაა მიტოვებული სასოფლო-სამეურნეო მიწების რეაბილიტაციის საკითხი, ვენახების, ინტენსიური ბაღებისა და სხვადასხვა პლანტაციური კულტურების გაშენების მიზნით. რეაბილიტაცია ითვალისწინებს მიწების გაწმენდას მცენარეული საფარისა და ფესვთა სისტემისაგან, ნიადაგის ღრმად დამუშავებას, ბაზოების მოწყობას და მომზადებას ნერგების დარგვისათვის. ამ მიზნით განყოფილებაში დამუშავებულია და აგებულია: - მცენარეული საფარის საჭრელ-დამქუცმაცებელი აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს მცენარეული მასის გადაჭრას, იმავდროულ დაქუცმაცებას და მიწის ზედაპირზე მობნევას მულჩის სახით; - ნიადაგში მცენარეთა ფესვთა სისტემის დაქუცმაცებისთვის როტორული ტიპისფრეზა-კულტივატორი, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს მცენარის ფესვთა სისტემის ნიადაგში დაქუცმაცებას და მიწის ზედაპირზე მობნეული დაქუცმაცებული მცენარეული მასის ნიადაგში ჩაკეთებას. შექმნილი ტექნოლოგიის და მანქანების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მათში გათვალისწინებულია დასამუშავებელი გარემოს რეოლოგიური თვისებები, რაც არ არის არსებულ ძვირად ღირებულ ტექნიკაში. გარდა ამისა, აღნიშნული ტექნოლოგია მიეკუთვნება ბიოტექნოლოგიებს და მიზნად ისახავს დაქუცმაცებული მცენარეული მასის სასუქად გამოყენებას.


    არსებობის მანძილზე განყოფილების თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებულია 11 მონოგრაფია, 6 სახელმძღვანელო, 370 სტატია 39 საავტორო, 21 პატენტი.


    განყოფილების თანამშრომლები და მათ მიერ შესრულებული სამუშაოები:
    My Liquid Website





    ვლადიმერ მარგველაშვილი CV




    ვლადიმერ მარგველაშვილი
    ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, განყოფილების უფროსი


    My Liquid Website




    რეზო ფარცხალაძე (CV)


    რეზო ფარცხალაძე
    დოქტორი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი


    My Liquid Website


    სერგო შარაშენიძე (CV)




    სერგო შარაშენიძე
    დოქტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი


    My Liquid Website


    ალექსანდრე შერმაზანაშვილი (CV)




    ალექსანდრე შერმაზანაშვილი დოქტორი,
    მეცნიერი თანამშრომელი


    My Liquid Website


    ზაზა მახარობლიძე (CV)




    ზაზა მახარობლიძე დოქტორი,
    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი


    My Liquid Website


    მაია იაძე (CV)




    მაია იაძე
    დოქტორი, ინჟინერი



           გიორგი ბასილაია – ინჟინერი
            ამირან სულაძე – ტექნიკოსი
            ნინო ჩხიკვაძე,
            გაბრიელ ლავერაშვილი



    განყოფილებაში შესრულებული სამუშაოები:

    1 / 4
    ეტლის კიბეზე გადასაადგილებელი მექანიზმი
    2 / 4
    გადასაადგილებელი მექანიზმი
    3 / 4
    მობილური მანიპულატორი
    4 / 4
    გადასაადგილებელი პლატფორმა
    5 / 4
    გადასაადგილებელი მექანიზმი