My Liquid Website My Liquid Website

სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი



მანქანათა დინამიკის განყოფილება

განყოფილების ისტორია


მანქანათა დინამიკის განყოფილება ჩამოყალიბდა 1966 წელს აკადემიკოს მიხეილ ხვინგიას ინიციატივით, რომლის უცვლელი ხელმძღვანელი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშნებლობისა და მართვის პროცესების განყოფილების აკადემიკოს-მდივნად არჩევამდე (1987 წ.) განყოფილების აკადემიკოს-მდივნად და ერთდროულად სიცოცხლის ბოლომდე (1994) სამეცნიერო კონსულტაციებს უწევდა ინსტიტუტში მანქანათა დინამიკის განყოფილებას. აკადემიკოსი მ. ხვინგია არა მარტო დიდი მეცნიერი, არამედ საუცხოო ორგანიზატორიც იყო, რაზეც მეტყველებს მისი უშუალო ხელმძღვანელობით 1975-1993 წლებში ჩატარებული საკავშირო კონფერენციები ვიბროტექნიკისა და მანქანათა დინამიკის სფეროებში, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ აღნიშნული დარგების წამყვანი მეცნიერები და გამოჩენილი სპეციალისტები.

სამწუხაროდ, ბატონი მიხეილი 70 წლის ასაკში, 1994 წელს მოულოდნელად წავიდა ამ ქვეყნიდან იდეებით და გეგმებით აღსავსე, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმის გაკეთება და მეცნიერული შედეგების მიღწევა შეეძლო.

განყოფილებაში აკადემიკოს მ. ხვინგიას ხელმძღვანელობით შესრულებულია ფუნდამენტური კვლევები ვიბრაციულ ტექნიკაში, მანქანათა დინამიკაში, ბიომექანიკაში. განსაკურებთ აღსანიშნავია სუბჰამონიულ რეჟიმზე მომუშავე მაღალი მწარმოებლობის ენრგოდამზოგი ვიბრომანქანების დამუშავება. ჩატარებული კვლევების შედეგები ასახულია როგორც მრავალრიცხოვან სამეცნიერო ნაშრომებში (მონოგრაფიები, სამეცნიერო სტატიები, გამოგონებები), ასევე სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციებში.

ამჟამად განყოფილებაში მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ტრიბოლოგიის და ვიბრაციული ტექნიკის სფეროში, მუშვდება სხვადასხვა სახის სატრანსპორტო და ტექნილოგიური სისტემების ტრიბოლოგიის და დინამიკის პრობლემები.

განყოფილების თანამშრომლებს გამოქვეყნებული აქვთ 20-მდე მინოგრაფია და სახელმძღვანელო, 200-ზემეტი სამეცნიერო სტატია, როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ ჟურნალებში, მიღებული აქვთ მრავალი პატენტი გამოგონებაზე.

განყოფილება თანამშრომლობს როგორც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების, ისე უცხოეთის სხვა ქვეყნების მექანიკის დარგის სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო ინსტიტუტებთან: ლატვიაში მექანიკის ინსტიტუტსა და ტექნიკურ უნივერსიტეთან, ლიეტუაში კაუნასის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, პეტერბურგის ვიბროტექნიკის ლაბორატორიასთან, მოსკოვის მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტთან, უკრაინის ქ. ხმელნიცკის ნაციონალურ უნივერსიტეტთან, პოლონეთში სილეზიის ტექნიკურ უნივერსიტეტთან.

განყოფილების თანამშრომლები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მუშაობაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.

ამჟამად განყოფილებაში მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ტრიბოლოგიის სფეროში. დიდი წარმატებია მიღწეული სხვადასხვა სახის სატრანსპორტო და ტექნილოგიური სისტემების ტრიბოლოგიის პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

განყოფილების წევრები:

My Liquid Website


ვიქტორ ზვიადაური ტ.მ.დ., პროფესორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, განყოფილების უფროსი

ვიქტორ ზვიადაური CV



My Liquid Website

გიორგი თუმანიშვილი დოქტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

გიორგი თუმანიშვილი (CV)




My Liquid Website

მერაბ თედოშვილი დოქტორი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

მერაბ თედოშვილი (CV)



My Liquid Website

თენგიზ ნადირაძე დოქტორი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

თენგიზ ნადირაძე (CV)




My Liquid Website

სვეტლანა ჩაგელიშვილი მეცნიერი თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს მდივანი

სვეტლანა ჩაგელიშვილი (CV)



My Liquid Website

გიორგი თუმანიშვილი (უმცროსი), მეცნიერ თანამშრომელი

გიორგი თუმანიშვილი (CV)



My Liquid Website

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

მერაბ ჭელიძე (CV)



მანქანათა დინამიკის განყოფილების თანამშრომლები და შესრულებული სამუშაოები:



alt="mc"width=700 height=500