My Liquid Website My Liquid Website

სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი




ინსტიტუტის ისტორია


ინსტიტუტი დარსდა 1959 წელს 5 ნოემბერს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილების (№ 750, 22 სექტემბრი) საფუძველზე და ეწოდა მანქანათმცოდნების ინსტიტუტი.
ინსტიტუტის დაარსების ინიციატორები იყვნენ აკადემიკოსები რაფიელ დვალი და ვახტანგ მახალდიანი, რომელთა მიერ ჩატარებული კვლევები მობილური მანქანებისა და სამთო პირობებში მომუშვე ძრავების დარგში საფუძვლად დაედო ინსტიტუტის შექმნასა და მისი ძირითადი მიმართულების ჩამოყალიბებას.

1970 წლიდან შეიცვალა ინსტიტუტის დასახელება და ეწოდა მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი. 1994 წლიდან ინსტიტუტი ატარებს რაფიელ დვალის სახელს. 2006 წლიდან ინსტიტუტი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად- სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი.

My Liquid WebsiteMy Liquid Website
                                              რაფიელ დვალი (1972-1985)                         ვახტანგ მახალდიანი (1959-1960)

დაარსების დღიდან ინსტიტუტს ხელმძღვანელობდნენ:
დაარსების დღიდან 1960 წლამდე დირექტორის მოვალეობას ასრულებდა აკადემიკოსი ვახტანგ მახალდიანი.

1960-1961 წლებში ინსტიტუტის დირექტორი იყო ტ.მ.კ. გიორგი ამბოკაძე.

My Liquid Website


1961-1972 წლებში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა ტ.მ.კ. იოველ ჯებაშვილი.

My Liquid Website

1972-1985 წლებში ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი რაფიელ დვალი.
1985- 1998 წლებში ინსტიტუტის დირექტორი კვლავ იოველ ჯებაშვილია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი.
1998-2006 წლებში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა გამოჩენილი მეცნიერი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი რობერტ ადამია.

My Liquid Website

2006 წლიდან დღემდე ინსტიტუტის დირექტორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თამაზ ნატრიაშვილი