My Liquid Website My Liquid Website

სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი




თბოენერგეტიკული დანადგარების განყოფილება

განყოფილების ისტორია


განყოფილება ჩამოყალიბდა ინსტიტუტის დაფუძნებისთანავე, 1960 წლიდან. კვლევის საგანს წარმოადგენდა და კვლავაც რჩება შიგა წვის ძრავები და მასში მიმდინარე პროცესები. განყოფილების დაფუძნებასა და განვითარებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებს რაფიელ დავალს, ვახტანგ მახალდიანს, აკადემიის წევრ-კორესპოდენტს იოველ ჯებაშვილს, ტ.მ.დ. ბორის კორძაძეს.

განყოფილების არსებობის პერიოდში შესრულებულია სამუშოები და მიღებულია მნიშვნელოვანი შედეგები ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა:

  • ავტომობილის ძრავით დამუხრუჭების პროცესების კვლევა და დამუხრუჭების ახალი ეფექტები;
  • საავტოტრაქტორო შიგა წვის ძრავების საექსპლუატაციო პირობებისადმი ადაპტირებული სისტემების დამუშავება;
  • ზღვის დონიდან სიმაღლის გავლენა შიგ აწვის ძრავების სამუშაო პროცესზე;
  • კარბურატორიანი ძრავების სადროსელო რაჟიმები;
  • დიზელისა და კარბურატორიანი ძრავების ტურბოჩაბერვა, მათი სიმძლავრისა და ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესების გზების ძიება;
  • როტორულ დგუშიანი ძრავების მუშა პროცესის კვლევა და სრულყოფა;
  • კლასიკური დგუშიანი და როტორულ დგუშიანი ძრავების გამოცდებისათვის ინფორმაციის გამომტანი სისტემებისა და მზომი აპარატურის დამუშავება;
  • ცვლადი კუმშვის ხარისხით მომუშავე ძრავა და ძრავების ფორსირების საკითხები;
  • თავისუფალ დგუშიანი ძრავების დამუშვება, მათი მუშა პროცესისა და რეგულირების მექანიზმის კვლევა;
  • მობილური მანქანებისათვის განკუთვნილი მცირე სიმძლავრის (12-18 კვტ) დიზელების შექმნა;
  • შიგა წვის ძრავების გადაყვანა ალტერნატიულ საწვავებზე.

  • განყოფილების თანამშრომლების მიერ გამოცემულია სახელმძღვანელოები საავტოტრაქტორო ძრავების თეორიასა და დინამიკაში, რომლებშიც არსებული სახელმძღვანელოებისაგან განსხვავებით განხილულია სასიმაღლო პირობებისა და ცვალებადი დატვირთვის გავლენა ძრავების მუშა პროცესზე. განყოფილებაში ძრავების მუშაობის სასიმაღლო პირობების იმიტაციისათვის ძრავების გამოცდი სელექტრო-ბალანსირული სამუხრუჭო დანადგარის ბაზაზე შექმნილია სასიმაღლო გამოცდების ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფ სსხვადასხვა კლიმატური პირობების იმიტაციას ატმოსფეროს მდგომარეობის ფიზიკური პარამეტრების შერჩევის გზით. განყოფილება თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის, ქ. ხარკოვის სატრანსპორტო ინჟინერთა ინსტიტუტის თერმოდინამიკისა და შიგაწვის ძრავების კათედრებთან და სხვებთან სასიმაღლო პირობებში შიგაწვის ძრავების სამუშაო პროცესი სრულყოფის პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებთან.

    განყოფილების საქმიანობის წარმატებაში თვალსაჩინო როლი შეასრულეს მისმა ყოფილმა, აწ გარდაცვლილმა, თანამშრომლებმა:


    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტმა ი. ჯებაშვილმა დაამუშვა და შექმნა ძრავების სასიმაღლო გამოცდების ლაბორატორია;
  • ტ.მ.კ. ი.ღვინიანიძემ – ძრავების სასიმაღლო გამოცდების ლაბორატორიაში პირველად განახორციელა სამეცნიერო კვლევითი ხასიათის სამუშაოები, დაამუშვა და შექმნა მცირე სიმძლავრის სამცილინდრიანი დიზელი;
  • ტ.მ.დ ი. ეჯიბიამ-დაამუშავა და შექმნა თავისუფალ დგუშიანი ძრავა და მისი საგამოცდო ლაბორატორია, ორცილინდრიანი დიზელი.
  • ტ.მ.კ. კ. გიგაურმა – ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა ტურბოჩაბერვა კარბურატორიან ძრავაში თავისი შექმნილი ტურბოკომპრესორით;
  • ტ.მ.კ. გ. ბადრიშვილმა – დაამუშვა ბენზინიან ძრავებში ანთების სანთლების ორიგინალური ეკოლოგიური კონსტრუქციები.
  • ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:

  • მაღალი გამავლობის დისტანციური მართვის სპეციალური დანიშნულების მაბილური მანქანების დამუშავება.
  • განყოფილების თანამშრომლები:

    განყოფილების თანამშრომლები და მათ მიერ შესრულებული სამუშაოები:
    My Liquid Website

    რომან კენკიშვილი - დოქტორი განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი



    რომან კენკიშვილი CV





    My Liquid Website

    რევაზ ქავთარაძე - ტ.მ.დ., პროფესორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

    რევაზ ქავთარაძე (CV)



    My Liquid Website

    პაატა დოლიძე დოქტორი - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი

    პაატა დოლიძე (CV)



    My Liquid Website

    ჯემალ ჯავახიშვილი - დოქტორი უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

    ჯემალ ჯავახიშვილი (CV)




    My Liquid Website

    დავით ნიჟარაძე - დოქტორი უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

    დავით ნიჟარაძე (CV)



    My Liquid Website

    თბოენერგეტიკული დანადგარების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

    გიორგი ჭილაშვილი (CV)





    My Liquid Website

    ბეჟან დიდებაშვილი დოქტორი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

    ბეჟან დიდებაშვილი (CV)



            სოსო საბაშვილი, ტექნიკოსი

    ვიოლეტა შენგელია – სპეციალისტი



    თბოენერგეტიკული დანადგარების განყოფილების თანამშრომლები და შესრულებული სამუშაოები: