My Liquid Website My Liquid Website

სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი





მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში დადებითი როლის შემსრულებელი იქნება ინსტიტუტში განხორციელებული ზოგიერთი სამეცნიერო და საპროექტო სამშაოები:

მანქანათმშენებლობის, ტრანსპორტის და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებს, ფერმერებს და შესაბამის უწყებებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანამედღოვე მაღალეფექტური ტექნოლოგიებით, ინსტიტუტი სთავაზობს სხვადასხვა სახის მოწყობილობების დინამიკურ გაანგარიშებას და მათ წინასწარი საპროექტო სამუშაოების შესრულებას, რომლებიც იქნებიან შედარებით, იაფი, მარტივი კონსტრუქციის, ეკოლოგიურად სუფთა, მრავალფუნქციური გამოყენების და ექსპლუატაციაში საიმედო.

ინსტიტუტში განხორციელებული თეორიული და ექსპერიმენტალური კვლევა-ძიებითი სამეცნიერო სამუშაოები დაკავშირებულია მანქანათა დინამიკის, საიმედობის, ხანგამძლეობის, მავნე გამონაბოლქვების, ვიბრაციების და ხმაურის შემცირების პრობლემებთან, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს შემომსაზღვრელი გარემოს მავნე ფაქტორებისაგან დაცვის თვალსაზრისით.


აღსანიშნავია, რომ მოცემულ მდგომარეობით მანქანათა მექანიკის ინსტიტუტს თავის ბაზაზე დამზადებული აქვს მთელი რიგი საცდელი ერთეული მოწყობილობები, რომლებიც გამოირჩევიან საკმაოდ კარგი საექსპლოატაციო მონაცემებით.



My Liquid Website