მობილური მანქანები

მობილური მანქანების განყოფილება არსებობს ინსტიტუტის დაარსების დღიდან და  აწარმოებს სხვადასხვა ტიპის მობილური მანქანების (ავტომობილები და ტრაქტორები) თეორიის, კონსტრუქციის, მათი გამოცდისა და მართვის საკითხების კვლევას. განყოფილებას არსებობის პერიოდში მჭიდრო კავშირი ჰქონდა როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ასევე უცხოეთის შესაბამისი პროფილის სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებთან (НАМИ, НАТИ, ВАЗ, МАЗ, ПАЗ, КАЗ, უნგრეთი- აუტოკუტი, გერმანია -დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი, საფრანგეთი-სორბონის უნივერსიტეტი), რომელთა შედეგები ასახულია ერთობლივ სამეცნიერო პუბლიკაციებში. განყოფილების არსებობის პერიოდში შესრულებულია შემდეგი სამუშაოები:

▪ ავტომობილის გამბოლქვი მუხრუჭი-შემნელებელი ელექტრომექანიკური ამძრავით. (ხელ-ლები ი.მათიკაშვილი, ა.ნოზაძე);
▪ ავტომობილი-ლაბორატორია საბურავების საგზაო გამოცდისათვის. (НИИШП-ის დაკვეთით, ხელ-ლები კ.ღვინერია, გ.ჯოხაძე);
▪ ავტომობილის საკიდარი პნევმატური მადემფირებელი ელემენტით. (ხელ-ლები კ.ღვინერია, გ.ჯოხაძე); თვლიანი ტრაქტორის ოპტიკური მართვის სისტემა (K-700). („Союзсельхозтехника“- დაკვეთით დამზადდა 16 კომპლექტი  და გამოცდა გაიარა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კლიმატურ რეგიონში; ხელ-ლები ო.მარგველაშვილი, ა.ნოზაძე);
▪  ავტომობილის ВАЗ-2106 ოპტიკური მართვის სისტემა ВАЗ-ის სპეციალურ პოლიგონზე გამოსაცდელად. (ხელ-ლი ა.ნოზაძე);
▪ ავტომობილის საგზაო პირობებში გამოსაცდელ ხელსაწყოთა კომპლექსი დინამიკურობის, ეკონომიურობის და სამუხრუჭო თვისებების დასადგენად. (ხელ-ლი ა.ნოზაძე); (ხელ-ლი ა.მილნიკოვი).

ამჟამად  განყოფილების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ძირითადი მიმართულებებია:ავტომობილების  (სპეცავტომობილების) ლაბორატორიული და საგზაო გამოცდების ჩატარება; მაღალი გამავლობის მობილური მანქანებისათვის  არატრადიცილი მაძრავების კვლევა; მობილური რობოტოტექნიკური კომპლექსების დამუშავება და კვლევა; მობილური მანქანების მართვის მეთოდების მოდელირება და კვლევა;  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მობილური საშუალებების დამუშავება; მაღალი გამავლობის ავტომობილების სავალი ნაწილების დამუშავება და კვლევა.  მობილური მანქანების სამეცნიერო ჯგუფმა 2013-2015 წლებში მუშობა დაიწყო სიცოცხლისათვის სახიფათო ზონებში ჰუმანიტარული მისიების შემსრულებელი დიატანციურად მართვადი  მობილური რობოტოტექნიკური სისტემების დამუშავების პრობლემებზე. კვლევევის შედეგად დაპროექტდა და დამზადდა: დისტანციურად მართვადი მცირეგაბარიტული მუხლუხა და თვლიანი პლატფორმები და მრავალფუნქციური რობოტოტექნიკური კომპლექსი; კომერციალიზაცისათვის მომზადებულა შშმ პირებისათვის კიბეზე გადასაადგილებელი ეკოლოგიურად სუფთა მობილური მანქანა და ტრიციკლი. მიმდინარეობს ასევე მობილური მანქანების მართვის მეთოდების  მოდელირება და კვლევა, სასოფლო სამეურნეო მანქანების დამუშავება და კვლევა.  არსებობის მანძილზე განყოფილების თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებულია 11 მონოგრაფია, 6 სახელმძღვანელო, 370 სტატია 39 საავტორო, 21 პატენტი.

Share this Page