მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ინსტიტუტს გააჩნია სათანადო სამეცნიერო აპარატურითა და მოწყობილობებით  აღჭურვილი  ლაბორატორიები, სადაც განთავსებულია:

სხვადასხვა სიმძლავრის (16 –  250 კვტ) სიმძლავრის შიგაწვის ძრავების გამოსაცდელი სტენდები;

4 ტ-მდე ტვირთამწეობის ავტომობილებისათვის  საგზაო-საექსპლუატაციო პირობების საიმიტაციო დოლურებიანი სტენდი;

ვიბრაციული ტექნიკის გამოსაცდელი სტენდი;

სრიალისა და გორვის საკისრების სადიაგნოსტიკო სტენდი;

მანქანებისა და მექანიზმების დეტალების ხახუნსა და ცვეთაზე გამოსაცდელი სხვადასხვა სახის სტენდები;

დანადგარები და აპარატურა  მასალების თვისებების მრავალმხრივი გამოცდებისათვის.

მცირე ზომის ტურბოკომპრესორების როტორების საბალანსირო დანადგარი;

უნივერსალური დანადგარი ლილვების ბალანსირებისათვის; 

ვიბრაციის მიმართ ორგანიზმის მგრძნობიარე პარამეტრების დასადგენი სტენდი;

ინსტიტუტს გააჩნია დეტალების მექანიკური დამუშავების საამქრო 600 მ2 ფართით, 40 ერთეულამდე ჩარხითა და დანადგარით.

Share this Page