მანქანათმშენებლობის განყოფილება

მანქანათმშენებლობის განყოფილება თავდაპირველად ჩამოყალიბდა მანქანათა ნაწილების განყოფილებად ინსტიტუტის დაფუძნებისთანავე 1960 წელს. განყოფლების დაფუძნებასა და სამეცნიერო ხელმძღვანელობაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ივანე ბაქრაძეს, რომელიც განყოფილებას ხელმძღვანელობდა 1979 წლამდე. პროფესორ ი. ბაქრაძეს აღზრდილი ჰყავს ორ ათეულამდე მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი. 1979-2006 წლებში განყოფილებას ხელმძღვანელობდა ტ.მ.კ. დავით დემეტრაძე. 2006-2011 წლებში -აკადემიკოსი რობერტ ადამია. (რ. ადამიას შესახებ ალბათ მეტია დასაწერი!) 2012 წლიდან განყოფილების ხელმძღვანელია ტ. დ. მ., პროფესორი სლავა მებონია. განყოფილების თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებულია 79 სახელმძღვანელო, 12 მონოგრაფია და რამდენიმე ასეული სტატია. განყოფილებაში მუშავდება ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის  შემდეგი პრობლემები: სამანქანო სისტემების, აგრეგატებისა და მექანიზმების ახალი კონსტრუქციების შმუშავებატექნოლოგიური პროცესებისა და წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით; სამანქანო აგრეგატების კვანძებში დინამიკური დატვირთვებისა და დარტყმითი ძალების განსაზღვრის ინჟინრული მეთოდებისა და ალგორითმების დამუშავება; ლითონების წნევით დამუშავების ტექნოლოგიური პროცესის სრულყოფა და ახალი კონსტრუქციების შემუშავება; ახალი სპეციალური დანიშნულების იზოტროპული და ანიზოტროპული ელექტროგამტარი და მაგნიტური პოლიმერული კომპოზიციური მასალების შმუშავება; ანტიფრიქციული და ფრიქციული კომპოზიციური მასალების შემუშავება და კვლევა; ახალი მასალების თბოფიზიკური და ფიზიკო-მექანიკური თვისე4ბების კვლევა; ახალი დამფარავი და შემზეთი მასალების მიღება; შეზეთვის ახალი ენერგოდამზოგი და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდები; მაღალი ფიზიკურ-მექანიკური და ტრიბოლოგიური თვისებების მქონე კერამიკული კომპოზიტების მიღების ტექნოლოგიური მეთოდების შემუშავება.

Share this Page