კონკურსები/ვაკანსიები

განცხადება

სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს

შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

  1. მანქანათმშენებლობის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი _ ერთი საშტატო ერთეული;
  2. თბოენერგეტიკული დანადგარების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი _ ერთი საშტატო ერთეული;

კონკურსის პირობები:

უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის  შესაბამისი დარგის სპეციალისტი, აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქნმიანობის გამოცდილება და აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. კონკურსანტს მოეთხოვება განყოფილებაში მიმდინარე სამეცნიერო თემატიკით გათვალისწინებული ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელობა ან შესრულებაში აქტიური მონაწილეობა. სამეცნიერო სამუშაოთა დაგეგმვა და განხორციელება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ:

ა). განცხადება;

ბ). პირადობის დამადსასტურებელი მოწმობის ასლი;

გ). ავტობიოგრაფია (CV);

დ). დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

ე). გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ნუსხა, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა     მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები ( ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ვ). ერთი სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით საუკეთესოდ  წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს, კვლევის უნარს;

ზ). სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ჩამონათვალი, რომელთა დამუშავებაშიც იღებდა მონაწილეობას   ( ბოლო 5 წლის განმავლობაში);

თ). სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი;

ი). პატენტები, საავტორო მოწმობები, ლიცენზიები და მის სამეცნიერო მოღვაწეობასთანდაკავშირებუ-ლი   სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;

კ). შესაბამისი დარგის სამი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს ( სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ-ფოსტა, მისამართი).

საბუთების მიღება იწარმოებს სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში მისამართზე: თბილისი, ე. მინდელის ქ.#10. 

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 27 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ _ სვეტლანა ჩაგელიშვილს ტ.: 593 234 025,  2 329017

Share this Page