ინსტიტუტის ისტორია

ინსტიტუტი დარსდა 1959 წელს 5 ნოემბერს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილების (№750, 22 სექტემბრი) საფუძველზე და ეწოდა მანქანათმცოდნების ინსტიტუტი. ინსტიტუტის დაარსების ინიციატორები იყვნენ აკადემიკოსები რაფიელ დვალი და ვახტანგ მახალდიანი, რომელთა მიერ ჩატარებული  კვლევები მობილური მანქანებისა და სამთო პირობებში მომუშვე ძრავების დარგში საფუძვლად დაედო  ინსტიტუტის შექმნასა და მისი  ძირითადი მიმართულების ჩამოყალიბებას.

რაფიელ დვალი ( 1972-1985 )

1970 წლიდან შეიცვალა ინსტიტუტის დასახელება და ეწოდა მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი. 1994 წლიდან ინსტიტუტი ატარებს რაფიელ დვალის სახელს. 2006 წლიდან ინსტიტუტი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად- სსიპ რაიელ დვალის მანქანათა ინსტიტუტი. დაარსების დღიდან 1960 წლამდე  დირექტორის მოვალეობას ასრულებდა აკადემიკოსი ვახტანგ მახალდიანი. 1960-1961 წლებში ინსტიტუტის დირექტორი იყო ტ.მ.კ. გიორგი ამბოკაძე. 1961-1972 წლებში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა ტ.მ.კ. იოველ ჯებაშვილი.

ვახტანგ მახალდიანი (1959-1960)

1960-1961 წლებში ინსტიტუტის დირექტორი იყო ტ.მ.კ. გიორგი ამბოკაძე. 1961-1972 წლებში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა ტ.მ.კ. იოველ ჯებაშვილი.

გიორგი ამბოკაძე (1960-1961)

1972-1985 წლებში ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი რაფიელ დვალი. 1985- 1998 წლებში ინსტიტუტის დირექტორი კვლავ იოველ ჯებაშვილია,  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი.

იოველ ჯებაშვილი (1985-1998)

1998-2006 წლებში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა გამოჩენილი მეცნიერი  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი რობერტ ადამია. 2006 წლიდან დღემდე ინსტიტუტის დირექტორია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი თამაზ ნატრიაშვილი (2006 – დღემდე)

რობერტ ადამია (1998-2006)

Share this Page