მანქანათა დინამიკის განყოფილება

მანქანათა დინამიკის განყოფილება ჩამოყალიბდა 1966 წელი აკადემიკოს მიხეილ ხვინგიას ინიციატივით, რომლის უცვლელი ხელმძღვანელიც აქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშნებლობისა და  მართვის პროცესების  განყოფილების აკადემიკოს-მდივნად არჩევამდე (1998 წ.) თვითონ გახლდათ. შემდგომშიც, სიცოცხლის ბოლომდე (1996 წ) იგი იყო განყოფილების მეცნიერი კონსულტანტი. აკადემიკოსი მ. ხვინგია არამარტო დიდი მეცნიერი, არამედ საუცხოო ორგანიზატორიც იყო, რაზეც მეტყველებს მისი უშუალო ხელმძღვანელობით 1975-1993 წლებში ჩატარებული საკავშირო კონფერენციები ვიბროტექნიკისა და დინამიკის სფეროებში, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ აღნიშნული დარგების წამყვანი მეცნიერები და გამოჩენილი სპეციალისტები. განყოფილებაში შესრულებულია ფუნდამენტური კვლევები ვიბრაციულ ტექნიკაში, მანქანათა დინამიკაში, ბიომექანიკაში, რაც ასახულ იქნა როგორც  მრავალრიცხოვან სამეცნიერო ნაშრომებში (მონოგრაფიები, სამეცნიერო სტატიები, გამოგონებები), ასევე  სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციებში. ამჟამად განყოფილებაში მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ვიბრაციული ტექნიკის სფეროში, მუშვდება სხვადასხვა სახის სატრანსპორტო და ტექნილოგიური სისტემების დინამიკის პრობლემები, ტრიბოლოგიის საკითხები. განყოფილების თანამშრომლებს გამოქვეყნებული აქვთ 20-მდე მინოგრაფია და სახელმძღვანელო, 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ ჟურნალებში, მიღებული აქვთ მრავალი პატენტი გამოგონებაზე. განყოფილება თანამშრომლობს როგორც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების,  უცხოეთის სხვა ქვეყნების მექანიკის დარგის სამეცნიერო-კვლევით  და სასწავლო ინსტიტუტებთან: ლატვვიაში მექანიკის ინსტიტუტსა და ტექნიკურ უნივერსიტეთან, ლიეტუაში კაუნასის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, პეტერბურგის ვიბროტექნიკის ლაბორატორიასთან, მოსკოვის მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტთან, უკრაინის ქ. ხმელნიცკის ნაციონალურ უნივერსიტეტთან,  პოლონეთში სილეზიის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. განყოფილების თანამშრომლები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ საეთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.

პროფესორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, განყოფილების უფროსი 

ვიქტორ ზვიადაური (CV)

დოქტორი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

მერაბ ჭელიძე (CV)

მეცნიერი თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს მდივანი

სვეტლანა ჩაგელიშვილი (CV)

მთავარი  რედაქტორი

ნუნუ გელაშვილი (CV)

Share this Page