About Us

მობილური მანქანების განყოფილება

განყოფილების ხელმძღვანელი
ვლადიმერ მარგველაშვილი
დოქტორი.






განყოფილების თანამშრომლები


  1. ფარცხალაძე რევაზ, დოქტორი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
  2. შარაშენიძე სერგო, დოქტორი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
  3. ირაკლი ზაკუტაშვილი, აკადემიური დოქტორი, მეცნიერი თანამშრომელი;
  4. ალექსანდრე შერმაზანაშვილი, მეცნიერი თანამშრომელი;
  5. გიორგი ჯაფარიძე-Багратион, ინჟინერი;
  6. გიორგი ბასილაია, ინჟინერი;
  7. მაია იაძე,დოქტორი, ინჟინერი;
  8. ამირან სულაძე, ტექნიკოსი;


მობილური მანქანების განყოფილება არსებობს ინსტიტუტის დაარსების დღიდან და მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია მობილური მანქანების (ავტომობილების და ტრაქტორების) თეორიის, გაანგარიშების და რეალურ პირობებში გამოცდის მეთოდების და საშუალებების განვითარება და პრაქტიკული გამოყენება სატრანსპორტო საშუალებებში.


განყოფილებას არსებობის პერიოდში მჭიდრო კავშირი ჰქონდა  საბჭოთა კავშირის და უცხოეთის სამეცნიერო დაწესებულებებისა (НАТИ, НАМИ) და საავტომობილო და სატრაქტორო ქარხნების უწყებრივ საკონსტრუქტორო ბიუროებთან (ВАЗ, МАЗ, ПАЗ, КАЗ), რომლებთანაც მუშაობდა სამეცნიერო-ტექნიკური ხელშეკრულებებით.


 უცხოეთის სამეცნიერო დაწესებულებებიდან აღსანიშნავია უნგრეთის (აუტოკუტ, იკარუსი), გერმანიის (დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი) და საფრანგეთის (სორბონის უნივერსიტეტი) საავტომობილო მიმართულების კათედრებთან მჭიდრო კავშირი, რომლის შედეგები ასახულია ერთობლივ პუბლიკაციებში.
ინსტიტუტის რეორგანიზაციის შედეგად განყოფილებას შეუერთდა რობოტოტექნიკის (ხელ-ლი რ.ფარცხალაძე) და საიმედოობის (ხელ-ლი ა.მუჩაიძე) განყოფილებები.
განყოფილების არსებობის პერიოდში შესრულებულია სამუშაოები:
1. ავტომობილის გამბოლქვი მუხრუჭი-შემნელებელი ელექტრომექანიკური ამძრავით. (ხელ-ლები ი.მათიკაშვილი, ა.ნოზაძე);
2. ავტომობილი-ლაბორატორია საბურავების საგზაო გამოცდისათვის. (НИИШП-ის დაკვეთით, ხელ-ლები კ.ღვინერია, გ.ჯოხაძე);
3. ავტომობილის საკიდარი პნევმატური მადემფირებელი ელემენტით. (ხელ-ლები კ.ღვინერია, გ.ჯოხაძე);
4. თვლიანი ტრაქტორის ოპტიკური მართვის სისტემა (K-700). („Союзсельхозтехника“- დაკვეთით დამზადდა 16 კომპლექტი და გამოცდა გაიარა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კლიმატურ რეგიონში; ხელ-ლები ო.მარგველაშვილი, ა.ნოზაძე);
5. ავტომობილის ВАЗ-2106 ოპტიკური მართვის სისტემა ВАЗ-ის სპეციალურ პოლიგონზე გამოსაცდელად. (ხელ-ლი ა.ნოზაძე);
6. ავტომობილის საგზაო პირობებში გამოსაცდელ ხელსაწყოთა კომპლექსი დინამიურობის, ეკონომიურობის და სამუხრუჭო თვისებების დასადგენად. (ხელ-ლი ა.ნოზაძე);
7. ავტომობილის ტრანსმისიის ჰიდრომექანიკური უსაფეხურო გადაცემა (ხელ-ლი ა.ნოზაძე – 1999-2006წწ.);
8. მარტენსიტული თერმომექანიკური როტაციული გარდამქმნელი – ფორმის მეხსიერების მქონე შენადნობის – ნიტინოლის ზამბარიანი მუშა ელემენტით. (ხელ-ლები ო.მარგველაშვილი, ა.ნოზაძე, ფიზიკის ინსტიტუტთან ერთად);
9. მაბიჯი მანქანის კვლევა (ხელ-ლი ბ.პეტრიაშვილი);
10. მობილური რობოტი პროგრამული მართვით. (ხელ-ლი რ.ფარცხალაძე);
11. ფერდობმავალის კვლევა. (ხელ-ლი თ.ხუხუნი);
12. ავტომობილების აგრეგატების და კვანძების საიმედოობის და ხანგამძლეობის კვლევა. (ხელ-ლი ა.მუჩაიძე);
13. სპინორული გეომეტრიის მეთოდების გამოყენება სივრცობრივი ბრუნვების მართვის ამოცანებში. (ხელ-ლი ა.მილნიკოვი).

განყოფილების არსებობის მანძილზე გამოქვეყნებულია 10 მონოგრაფია, 6 სახელმძღვანელო,323 სამეცნიერო სტატია, 39 საავტორო მოწმობა, 20 პატენტი.
მობილური მანქანების განყოფილების დღევანდელი თემატიკა ითვალისწინებს მთაგორიან და უგზოობის პირობებში გზის პროფილთან ადაპტაციის მქონე წინა ორფეხა მაბიჯა და უკანა საყრდენი ბორბლების დამოუკიდებელი დაკიდების მქონე მანქანის დამუშავებას.



IMM Copyright © 2018 Delta. All Rights Reserved.