IMM.ge

მანქანათმშენებლობის განყოფილება

 

განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
სლავა მებონია
დოქტორი, პროფესორი.





 

განყოფილების წევრები:

 

  1. ანელი ჯიმშერი, დოქტორი, პროფესორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
  2. მაზანიშვილი ბიჭიკო, დოქტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
  3. მილნიკოვი ალექსანდრე, დოქტორი, მთავარი მეცნიერი, თანამშრომელი
  4. გვენცაძე დავითი, დოქტორი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
  5. შამანაური ლანა, აკადემიური დოქტორი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
  6. დემეტრაძე დავითი, დოქტორი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
  7. მელქაძე რევაზი, დოქტორი,უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
  8. იაშვილი სულხანი, დოქტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი


მანქანათმშენებლობის განყოფილება თავდაპირველად მანქანათა ნაწილების განყოფილებად ჩამოყალიბდა ინსტიტუტის დაფუძნებისთანავე 1960 წელს. განყოფილების დაფუძნებასა და სამეცნიერო ხელმძღვანელობაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ივანე ბაქრაძეს, რომელიც განყოფილებას ხელმძღვანელობდა 1979 წლამდე; პროფესორ ივანე ბაქრაძეს აღრზდილი ჰყავს ორ ათეულამდე მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი. 1976 -2006 წლებში განყოფილებას ხელმძღვანელობდა ტ.მ.კ დავით დემეტრაძე. 2006 - 2011 წლებში განყოფილებას ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი რობერტ ადამია. 2012 წლიდან დღემდე განყოფილებას ხელმძღვანელობს ტ.მ.დ, პროფესორი სლავა მებონია.
განყოფილების თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებულია 79 სახელმძღვანელი, 12 მონოგრაფია და რამდენიმე ასეული სამეცნიერო სტატია. განყოფილების მოღვაწეობის მიმართულებათა სამომავლო გეგმები მოიცავს ფუნდამენტურ და გამოყენებითი ხასიათის შემდეგ აქტუალურ პრობლემებს:
- სამანქანო სისტემების, აგრეგატების და მექანიზმების ახალი კონსტრუქციების შემუშავება ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით;
- სამანქანო აგრეგატების კვანძებში დინამიკური დატვირთვების და დარტყმითი ძალების განსაზღვრის ინჟინერული მეთოდების და ალგორითმების დამუშავება;
- ლითონების წნევით დამუშავების ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფა და დანადგარების ახალი კონსტრუქციების შემუშავება;
- ახალი, სპეციალური დანიშნულების იზოტროპული და ანიზოტროპული ელექტროგამტარი და მაგნიტური პოლიმერული კომპოზიციური მასალების შემუშავება;
- ანტიფრიქციული და ფრიქციული კომპოზიციური მასალების შემუშავება და კვლევა;
- ახალი მასალების თბოფიზიკური და ფიზიკო-მექანიკური თვისებების კვლევა;
- ახალი დამფარავი და შემზეთი მასალების მიღება. შეზეთვის ახალი ენერგოდამზოგი და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდები;
- მაღალი ფიზიკურ-მექანიკური და ტრიბოლოგიური თვისებების მქონე კერამიკული კომპოზიტების მიღების ტექნოლოგიური მეთოდების დამუშავება