სამეცნიერო საქმიანობის ქრონოლოგია


01-09.05.2014.
საფრანგეთის ქ. ნიცაში ჩატარდა VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება და მეცნიერების თანამედროვე მიღწევები“ რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ინსტიტუტის თანამშრომლებმა ჰ. წულაიამ და მ. ჭელიძემ. მოხსენება "ვიბროტრენაჟორების ვიბრაციის პარამეტრების შერჩევის მეთოდური საფუძვლები და ვიბროსტიმულაციის კრიტერიუმების შეფასების ადექვატურობა" გააკეთა ჰ. წულაიამ, ხოლო მ.ჭელიძემ მოხსენება – "დამხმარე ინტერაქტიური ელექტრონული შემსწავლელი პროგრამა".


08–09.10.2013.
ჩინეთის ქალქ უხანში ჩატარდა აზიის საერთაშორისო კონფერენცია: “2013 აზიის კონფერენცია მანქანათმშენებლობასა და მასალებში” (ACMME 2013), რომელშიც მონაწილეობა მიიღო და სექციის და პლენარულ სხდომებზე მოხსენებები გააკეთა მანქანათა დინამიკის განყოფილების ხელმძღვანელმა, ტ.მ.დ., პროფ. ვიქტორ ზვიადაურმა. იგი მიწვეულია ორგკომიტეტის მიერ მორიგ კონფერენციაზე ტაივანში, როგორც პროგრამული კომიტეტის თანათავმჯდომარე (იხ. ვებ გვერდი ACMME 2014)


23-26.10.2013
ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში ჩატარდა VI ბელორუსული კონგრესი თეორიულ და გამოყენებითი მექანიკის დარგში "მექანიკა – 2013" რომელზეც მოხსენებით გამოვიდა ინსტიტუტის დირექტორი ბ–ნი დირექტორი თ. ნატრიაშვილი.


12-20.11. 2013
ისრაელის ქ. ეილატში ჩატარდა XI საერთაშორისო სამეცნიერო - ტექნიკური კონფერენცია „ტექნოლოგიური პროცესებისა და ტექნიკური სისტემების ხანგამძლეობის, საიმედოობის და ხარისხის ამაღლება“ რომელზეც მოხსენებით გამოვიდა ინსტიტუტის ოთხი თანამშრომელი მ–ნი თ. ნატრიაშვილი, ჯ.ჯავახიშვილი, ლ.შამანაური და გ. თუმანიშვილი.

23.02-02.03.2013
ინდოეთის ქ. გოაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია "თანამედროვე მეცნიერება და განათლება" სადაც მოხსენება გააკეთა ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა მ. ჭელიძემ.


20.11-27.11 2012
ისრაელის ქ. ეილატში ჩატარდა X საერთაშორისო სამეცნიერო - ტექნიკური კონფერენცია „ტექნოლოგიური პროცესებისა და ტექნიკური სისტემების საიმედოობისა და ხანგამძლეობის, ხარისხის ამაღლება“რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ინსტიტუტის თანამშრომლებმა თ. ნატრიაშვილმა, დ. ნიჟარაძემ, ლ. შამანაურმა. მოხსენებით გამოვიდა ინსტიტუტის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თ. ნატრიაშვილი.


წინა სურათი     მომდევნო სურათი

20.05-27.05 2012
იტალიის ქ. ვენეციაში ჩატარდა VI საერთაშორისო კონფერენცია “თანამედროვე მიღწევები განათლებასა და მეცნიერებაში“, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები. მოხსენებით გამოვიდა უფროსი მეცნიერი თანამშრომელი მ. ჭელიძე.


27.09-04.10 2011
ისრაელის ქ. ნეთანიაში ჩატარდა V საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე მიღწევები განათლებასა და მეცნიერებაში“, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ინსტიტუტის თანამშრომლები თ. ნატრიაშვილი, მ. ჭელიძე, დ. ნიჟარაძე. მოხსენებით გამოვიდნენ ინსტიტუტის დირექტორი ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი თ. ნატრიაშვილი და უფროსი მეცნიერი თანამშრომელი მ. ჭელიძე.


10.12-12.12 2011
ესპანეთის ქ. პუერტო დე ლა კრუზში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია “მათემატიკური მოდელები და მეთოდები თანამედროვე მეცნიერებაში”, რომელშიც მონაწილეობდნენ ინსტიტუტის დირექტორი თ. ნატრიაშვილი და უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ა. მილნიკოვი..


05-08.12.2010
05-08 დეკემბერს ეგვიპტის ქ. ხურგადაში ჩატარდა IX საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია „ტექნიკური სისტემებისა ტექნოლოგიური პროცესების საიმედოობის, ხანგამძლეობის და ხარისხის ამაღლება“, სადაც მოხსენებით გამოვიდა ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი ჰ. წულაია.


20-22.10.2010
ამერიკის შეერთებული შტატების ქ. სანფრანცისკოში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მანქანათმცოდნეობასა და საინჟინრო სისტემების მენეჯმენტი“, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ინსტიტუტის თანამშრომელმა მ. ჭელიძემ .


10.11. 2010
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოყენებითი მექანიკის, მანქნათმშენებლობისა და მართვის პროცესების განყოფილებაში ჩატარებული კონკურსის საფუძველზე სსიპ მმი აღიარებული იქნა წლის საუკეთესო სამეცნიერო დაწესებულებად.


20-24.09.2010
 2010 წლის 20-24 სექტემბერს უკრაინის ქ. იალტაში ჩატარდა სატრანსპორტო პრობლემებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და პლენალურ სხდომაზე მოხსენებები გააკეთა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა, მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის მანქანათა დინამიკის განყოფილების თანამშრომელმა პროფესორმა გიორგი თუმანიშვილმა.
ვრცლად...