ინსტიტუტის ისტორია


ინსტიტუტი დაარსდა 1959 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილების (N750, 22 სექტემბერი 1959 წელი) საფუძველზე და ეწოდა მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტი.

ინსტიტუტის დაარსების ინიციატორები იყვნენ აკადემიკოსები რაფიელ დვალი და ვახტანგ მახალდიანი,რომელთა მიერ ჩატარებული კვლევები მობილური მანქანების თეორიასა და სამთო პირობებში მომუშავე ძრავების დარგში დაედო საფუძვლად ინსტიტუტის შექმნასა და მისი ძირითადი მიმართულებების ჩამოყალიბებას.


                     
რაფიელ დვალი
                     

ვახტანგ მახალდიანი

1970 წლიდან შეიცვალა ინსტიტუტის დასახელება და ეწოდა მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი.


წლიდან ინსტიტუტი ატარებს რაფიელ დვალის სახელს. 2006 წლიდან ინსტიტუტი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირად - სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი.
1960 – 61 წლებში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა ტ.მ.კ. გიორგი ამბოკაძე


<
                     
გიორგი ამბოკაძე
                     

იოველ ჯებაშვილი
1961 – 72 წლებში დირექტორი იყო ტ.მ.კ. იოველ ჯებაშვილი;

1972 – 85 წლებში ინსტიტუტს  ხელმძღვანელობდა  ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი რაფიელ დვალი.

1985 – 1998 წლებში დირექტორად კვლავ იოველ ჯებაშვილია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი.

1998 – 2006 წლებში ინსტიტუტის  დირექტორად აირჩიეს გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე აკადემიკოსი რობერტ ადამია.

                     
რობერტ ადამია
                     

თამაზ ნატრიაშვილი

2006 წლიდან ინსტიტუტის დირექტორია ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ ნატრიაშვილი.

Tel : (+ 995 32) 321165, (+ 995 32) 323956.
Fax: (+ 995 32) 323956.

 E-mail: imm@posta.ge, rdimmg@yahoo.com