თბოენერგეტიკული დანადგარების განყოფილება



განყოფილების უფროსი მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

კენკიშვილი რომანი
აკადემიური დოქტორი






განყოფილების წევრები


  1. დოლიძე პაატა, დოქტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
  2. ჯავახიშვილი ჯემალი, დოქტორი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
  3. დემეტრაშვილი რეზო, აკადემიური დოქტორი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
  4. ნიჟარაძე დავითი, დოქტორი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
  5. რობაქიძე ლევანი, დოქტორი, მეცნიერი თანამშრომელი;
  6. ობგაიძე შალვა, დოქტორი, მეცნიერი თანამშრომელი;
  7. მაისურაძე ზურაბი, ინჟინერი;
  8. მესხი ჯუმბერი, ინჟინერი;
  9. საბაშვილი სოსო, ტექნიკოსი;
  10. ბედიაშვილი ნოდარი, ტექნიკოსი;

        განყოფილება ჩამოყალიბდა ინსტიტუტის დაფუძნებისთანავე, 1960 წლიდან. მისი თანამშრომლების კვლევის საგანი იყო და კვლავ რჩება შიგაწვის ძრავები. განყოფილების  დაფუძნებასა და სამეცნიერო ხელმძღვანელობაში დიდი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებს პროფესორებს რ. დვალსა და ვ. მახალდიანს, რომლებიც სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას წარმატებით უთავსებდნენ საწავლო-პედაგოგიურ მოღვაწეობას  საქართველოს პოლიტექნიკურ და აგრარულ უნივერსიტეტებში. მათ მიერ დაწყებული სამუშაოები განავითარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ი. ჯებაშვილმა.
განყოფილების თანამშრომელთა მიერ წლების განმავლობაში გამოცემულ ორიგინალურ მონოგრაფიებთან ერთად ტ.მ.დ. ბ.კორძაძის მიერ შესრულებულია საზღვარგარეთელი მეცნიერების მიერ ამ მიმართულებით გამოცემული მონოგრაფიების თარგმანები.         განყოფილების არსებობის პერიოდში შესრულებულია სამუშაოები და მიღებულია მნიშვნელოვანი შედეგები ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა:

       განყოფილების თანამშრომლების მიერ დაწერილია სახელმძღვანელოები საავტოტრაქტორო ძრავების თეორიასა და დინამიკაში, რომლებშიც არსებული სახელმძღვანელოებისაგან განსხვავებით  განხილულია სასიმაღლო პირობებისა და ცვალებადი დატვირთვის გავლენა ძრავების სამუშაო პროცესზე.
       განყოფილება დღეისათვის აწარმოებს კვლევებს შიგაწვის ძრავების მუშაობის ორგანიზაციის საკითხებზე ალტერნატიულ, ეკოლოგიურად სუფთა საწვავებზე და ისეთი ტექნოლოგიების დამუშავებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ნავთობური საწვავების უფრო ეფექტური გამოყენება. სამომავლოდ იგეგმება ისეთი პერსპექტივული ტექნოლოგიების დამუშავებაში მონაწილეობა, რომელთა მეშვეობით სატრანსპორტო სისტემები მომავალში თავს დააღწევს ნავთობურ საწვავზე დამოკიდებულებას.
       განყოფილებაში ძრავების მუშაობის სასიმაღლო პირობების იმიტაციისათვის  ძრავების გამოცდის ელექტრო-ბალანსირული სამუხრუჭო დანადგარის ბაზაზე შექმნილია სასიმაღლო გამოცდების ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა კლიმატური პირობების იმიტაციას ატმოსფეროს მდგომარეობის ფიზიკური პარამეტრების შერჩევის გზით.
       ვთანამშრომლობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომობილებისა და შიგაწვის ძრავების, ქ. ხარკოვის სატრანსპორტო ინჟინერთა ინსტიტუტის თერმოდინამიკისა და შიგაწვის ძრავების კათედრებთან და სხვებთან სასიმაღლო პირობებში შიგაწვის ძრავების სამუშაო პროცესის სრულყოფის პრობლემებზე.
       საზღვარგარეთ განყოფილების პროფილით საინტერესო სამუშაოები შესრულებულია გერმანიის ქ. აახენის უმაღლესი ტექნიკური სკოლის თერმოდინამიკისა და შიგაწვის ძრავების ინსტიტუტის მიერ, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ავტორიტეტულ წამყვან ორგანიზაციას მსოფლიოში ანალოგიურ პრობლემებზე მომუშავე სხვა უამრავ ორგანიზაციათა შორის.
       განყოფილების საქმიანობის წარმატებაში თვალსაჩინო როლი შეასრულეს მისმა ყოფილმა, აწ გარდაცვლილმა, თანამშრომლებმა:
        ტმდ  ი. ჯებაშვილმა- შექმნა და გაუშვა ძრავების სასიმაღლო საგამოცდო ლაბორატორია.
        ტმკ   ი. ღვინიანიძემ- ძრავების სასიმაღლო საგამოცდო ლაბორატორიაში პირველად განახორციელა სამეცნიერო კვლევითი ხასიათის სამუშაოები.
        ტმდ  ი. ეჯიბიამ- შექმნა თავისუფალდგუშიანი ძრავა და მისი საგამოცდო ლაბორატორია.
       ტმკ  კ. გიგაურმა- განახორციელა ტურბოჩაბერვა კარბურატორიან ძრავაში თავისი შექმნილი ტურბოკომპრესორით.
       ტმკ  გ. ბადრიშვილმა- შექმნა ბენზინიან ძრავებში ანთების სანთლების ორიგინალური კონსტრუქციები, რომლებიც უფრო ეკოლოგიურია არსებულთან შედარებით.