IMM.ge

მანქანათა დინამიკის განყოფილება

განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
ვიქტორ ზვიადაური
დოქტორი, პროფესორი.



 

განყოფილების წევრები

 
  1. ჰამლეტ წულაია, დოქტორი, პროფესორი,მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
  2. გიორგი თუმნიშვილი, დოქტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
  3. მერაბ თედოშვილი, დოქტორი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
  4. თენგიზ ნადირაძე, დოქტორი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
  5. მაკა გულბათაშვილი, ინჟინერი;
  6. სვეტლანა ჩაგელიშვილი, მეცნიერი თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს მდივანი;
  7. ნუნუ გელაშვილი, მთარგმნელი (ინფორმცია);
  8. მერაბ ჭელიძე, ა.ს.მ.
 

მანქანათა დინამიკის განყოფილება ჩამოყალიბდა 1966 წელს პროფესორ მიხეილ ხვინგიას ინიციატივით, რომლის უცვლელი ხელმძღვანელიც, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს მდივნად არჩევამდე, თვითონ გახლდათ; შემდგომშიც, სიცოცხლის ბოლომდე (1994) იგი იყო მეცნიერი-კონსულტანტი.

ბატონი მიხეილი გამოირჩეოდა ასევე დიდი ორგანიზატორული უნარითაც, რაზეც მეტყველებს მისი უშუალო ხელმძღვანელობით 1975-93 წლებში ჩატარებული საკავშირო კონფერენციები ვიბროტექნიკისა და დინამიკის სფეროებში, რომელთა მიმართაც დიდ ინტერესს იჩენდნენ და მონაწილეობას ღებულობდნენ წამყვანი მეცნიერები და აღნიშნული დარგის სამეცნიერო ცენტრების სპეციალისტები.

განყოფილებაში შესრულებულია ფუნდამენტური კვლევები ვიბრაციულ ტექნიკაში, ბიომექანიკაში, მანქანათა დინამიკაში, რაც გამოიხატა მრავალრიცხოვნ საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციებში.

ამჟამად განყოფილებაში მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ვიბრაციული ტექნიკის სფეროში, ასევე მუშავდება საკითხები სხვადასხვა სახის სატრანსპორტო და ტექნოლოგიური სისტემების დინამიკის პრობლემებზე.

2008 წლის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსზე განყოფილების თანამშრომლების მიერ მოპოვებული იქნა სამი გრანტი: მ. ჭელიძე შესალესი ფენის ვიბრო-შემჭიდროება. ჰ. წულაია ახალი კონსტრუქციის ვიბრატორები ვ. ზვიადაური ფხვიერი მასის ტრანსპორტირება

განყოფილების თანამშრომლებს ურთიერთობები აქვთ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მექანიკის დარგის სამეცნიერო სკოლებთან: ლატვიაში მექანიკის ინსტიტუტსა  და ტექნიკურ უნივერსიტეტთან ლიტვაში კაუნასის ტექნიკურ უნივერსიტეტთან; უკრაინის ქალაქ ხმელნიცკის ნაციონალურ უნივერსიტეტთან. ასეთი ურთიერთობები ხელს უწყობს საზღვარგარეთის თანამერდროვე სამეცნიერო-ტენიკური მიღწევების გაცნობას, სამეცნიერო კონტაქტების დამყარებას და გაღრმავებას უცხოელ კოლეგებთან.

განყოფილების თანამშრომლები მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.

გამოქვეყნებული აქვთ 20-ზე მეტი მონოგრაფია და სახელმძღვანელო, ასეულობით სამეცნიერო სტატია ადგილობრივ და უცხოურ ჟურნალებში.
მიღებული აქვთ მრავალი პატენტი გამოგონებაზე.
განყოფილების თანამშრომლები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.

 
mc

წინა სურათი შემდეგი სურათი