პაატა დოლიძე




დაიბადა 1964 წელს.
1989 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო–საგზაო ფაკულტეტი სპეციალობით „საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაციის ინჟინერი“. იმავე წლიდან მუშაობს სხვადასხვა ავტოსატრანსპორტო საწარმოებში დისპეტჩერის, ინჟინრის, ოსტატის, განყოფილების უფროსის თანამდებობებზე.
1993–1996 წლებში სწავლობდა მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში სპეციალობით „თბური ძრავები“, პარალელურად კი მუშაობდა ინჟინრის თანამდებობაზე.
1997 წლიდან ინსტიტუტში მუშაობს მეცნიერ თანამშრომლად.
2006 წელს დაიცვა დისერტაცია დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე:“ თავისუფალდგუშიანი ძრავა–კომპრესორის მუშა პროცესის მაჩვენებლების სრულყოფა კომპრესორში ჰაერის სინქრონული გადაცემის გამოყენებით“.
გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან მნიშვნელობანია:

  1. ბიკაშვილი ა., დოლიძე პ. გარეწვის (სტირლინგის) ძრავას მუშა პროცესთა ზოგადი მათემატიკური გააზრება.// საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის შრომები. „მეცნიერება“, თბილისი, 2004, ტომი IX, გვ. 14–20 //.
  2. დოლიძე პ., ნატრიაშვილი თ., ჯავახიშვილი ჯ. თავისუფალდგუშიანი ძრავა–კომპრესორის დგუშების რგოლების ხახუნით გამოწვეული ძალების ანგარიში. // საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის შრომები. „მეცნიერება“, თბილისი, 2004, ტომი IX, გვ. 21–26//.
  3. ეჯიბია ი., ნატრიაშვილი თ., დოლიძე პ. თავისუფალდგუშიანი ძრავა–კომპრესორის პარამეტრების თერმოდინამიკური ანგარიში. // სამეცნიერო ტექნიკური ჟურნალი „ტრანსპორტი“. თბილისი, 2006, N1(21), გვ.17–19//.
  4. დოლიძე პ., ჯავახიშვილი ჯ. შიგაწვის ძრავების საწვავად მეთანის გამოყენების წილის გაზრდის პერსპექტიული მიმართულებები. // საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ყოველთვიური სამეცნიერო–რეფერირებული ჟურნალი „მეცნიერება და ტექნოლოგიები“. თბილისი, 2007, N10–12, გვ.65–71//.
  5. რ. კენკიშვილი, პ. დოლიძე, დ. ნიჟარაძე, ზ. მაისურაძე, თვლიანი მობილური მანქანის გამავლობის გაუმჯობესების საშუალება, //“ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა“ #3 სერია 28, თბილისი, 2013, გვ. 45-54//
  6. რ. მელქაძე, პ. დოლიძე, ტექნიკური კოფეინი ჩაიდან და მისი ტესტირების ექსპრეს მეთოდი // ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი, „ნოვაცია“, #13, ქუთაისი, 2014, გვ. 190-195//