ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები


       ინსტიტუტში მიმდინარეობს როგორც ფუნდამენტური ასევე გამოყენებითი ხასიათის კვლევები. სამეცნიერო თემატიკა წარმოდგენილია შემდეგი პრიორიტეტებით: ინოვაციური ტექნოლოგიების დამუშავება მანქანათმშენებლობაში და სატრანსპორტო საშუალებებში, არატრადიციული, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება.


       კვლევები მიმდინარეობს შემდეგ სამეცნიერო პრობლემებზე:
• მანქანების საიმედოობა და ხანგამძლეობა;
• მანქანათა სისტემებისა და მექანიზმების მექანიკა (დინამიკა და რხევები);
• მანქანა - დანადგარების და მათში მიმდინარე პროცესების მათემატიკური მოდელირება და გაანგარიშების ოპტიმალური მეთოდების შემუშავება და განვითარება;
• მძიმე მანქანებისა და მოწყობილობების რაციონალურად დაგეგმარებისა და გაანგარიშების ინჟინრული მეთოდების დამუშავება;
• მობილური მანქანების კვლევა;
• თბოენერგეტიკული დანადგარების, უპირატესად შიგაწვის ძრავების, კვლევა და ალტერნატიულ საწვავებზე გადაყვანა;
• ახალი ნანოკომპოზიციური მასალებისა და ტექნოლოგიების დამუშავება;
• ცვეთა და კოროზიამედეგი დანაფარების მიღების ახალი ტექნოლოგიური მეთოდების შემუშავება;
• ლითონდამზოგი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შემუშავება;
• გეოთერმული წყლის, ზღვის ტალღების და ენერგიის სხვა არატრადიციული წყაროების ენერგიათა გარდამქმნელების დამუშავება.


       ინსტიტუტის განყოფილებებს გააჩნიათ სათანადო სამეცნიერო აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები, სადაც განთავსებულია:
• 16–დან 250 კვტ-მდე სიმძლავრის შიგაწვის ძრავების გამოსაცდელი სტენდი,
• მსუბუქი ავტომობილების გამოსაცდელი დინამომეტრული და  ვიბრაციული ტექნიკის გამოსაცდელი სტენდები,
• დანადგარები და აპარატურა მასალების თვისებების მრავალმხრივი გამოცდებისათვის.
 

       ამჟამად ინსტიტუტში მუშაობს 60 თანამშრომელი, რომელთაგან 29 მეცნიერია, მათ შორის 27 მეცნიერებათა დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონეა.
2009 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ინსტიტუტის ოთხმა თანამშრომელმა.
 ინსტიტუტში მიმდინარეობს 6 საგრანტო პროექტის დამუშავება. მათ შორის: 3 სესფ-ის,  2 საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის, ერთი GRDF –ის და სესფ-ის ერთობლივი დაფინანსებით სრულდება.
ინსტიტუტის პატრონაჟით გამოდის საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ჟურნალი „მექანიკის პრობლემები.“