მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია

 

ინსტიტუტში მიმდინარე კვლევითი სამუშაოები

 

1959 წელს რაფიელ დვალმა და ვახტანგ მახალდიანმა დააარსეს მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტის სახელით. იხილეთ ისტორია

 

სამეცნიერო საქმიანობის სფეროები

 

ინსტიტუტის დაფუძნებიდან კვლევის საგანი იყო და კვლავ რჩება შიგაწვის ძრავებში მიმდინარე პროცესები, მაღალთიან პირობებში დიზელისა და კარბურატორიანი ძრავების გაანგარიშება; სამანქანო აგრეგატების კვანძებში დინამიკური დატვირთვების და დარტყმითი ძალების მათემატიკური მოდელირება და ანგარიში; ვიბრაციული ტექნიკა და მათი გამოყენება სახალხო მეურნეობეობის სხვადასხვა დარგებში. ადამიანი ოპერატორის დაცვა საშიში ვიბრაციებისა და ხმაურისაგან. ბიომექანიკური მოდელების შექმნა და კვლევა.

ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, "МНТЦ, УНТЦ" და საერთაშორისო საგრანტო კონკურსებზე მოპოვებული იქნა ათეულობით გრანტი: ფიზიკის, მანქანათმშენებლობის, ვიბტაციული ტექნიკის, ახალი მასალების და ტექნოლოგიური პროცესების შექმნა-გამოყენებაზე. მოცემულია დანართში გრანტები

ინსტიტუტის თანამშრომლებს გამოქვეყნებული აქვთ ათეულობით მონოგრაფია და სახელმძღვანელო, მიღებული აქვთ მრავალი პატენტი გამოგონებაზე, მონაწილეობა აქვთ მიღებული მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვთ ასეულობით სამეცნიერო სტატია ადგილობრივ და უცხოურ ჟურნალებში, მათ შორის იმფაქტფაქტორიან ჟურნალებში. იხილეთ დანართი

ინსტიტუტის არსებობის პერიოდში შესრულებული სამუშაოები და მიღებული მნიშვნელოვანი შედეგები ისეთ პრობლემებზე და სფეროებზე, როგორებიცაა:

დიზელისა და კარბურატორიანი ძრავების ტურბოჩაბერვა. მათი სიმძლავრის, ეკონომიურობისა და ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესების გზების ძიება; ავტომობილების აგრეგატების და კვანძების საიმედოობის და ხანგამძლეობის კვლევა;

სამანქანო აგრეგატების კვანძებში დინამიკური დატვირთვების და დარტყმითი ძალების განსაზღვრის ინჟინერული მეთოდების და ალგორითმების დამუშავება;

ლითონების წნევით დამუშავების ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფა და დანადგარების ახალი კონსტრუქციების შემუშავება;

ვიბრაქციული ტექნიკა, მანქანათა ნაწილების დინამიკური დატვირთვების მათემატიკური მოდელირება და ანგარიში, ოპერატორის დაცვა მავნე ვიბრაციებისაგან და ხმაურისაგან, ბიომექანიკური სისტემების კვლევა და სხვა.